“არ გააკეთოთ ეს, ბირთვული იარაღის გამოყენება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად, სრულად შეცვლის ომის სახეს”. _ ასე პასუხობს აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ჟურნალისტს კითხვაზე, თუ რას ეტყოდა იგი პუტინს, თუკი რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის წინააღმდეგ ომში ქიმიური, ან ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას შეეცდება.
ბაიდენის თქმით, რუსეთის ნაბიჯები განსაზღვრავს იმას, თუ რა რეაქცია მოჰყვება მას აშშ-სგან. ასევე, ბაიდენის მტკიცებით, ბირთვული იარაღის გამოყენებით რუსეთს მსოფლიო იმაზე მეტად გარიყავს, ვიდრე ოდესმე.
ვლადიმირ პუტინმა დღეს, 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის ბრძანება გასცადა დასავლეთი გააფრთხილა, რომ “ბირთვული შანტაჟის” გაგრძელების შემთხვევაში, მოსკოვი მათ მთელი არსენალით უპასუხებს.
ასევე, პუტინმა NATO-ს ქვეყნების მაღალჩინოსნები რუსეთის წინააღმდეგ მასობრივი განადგურების, ბირთვული იარაღის გამოყენებასა და დასაშვებობაზე საუბარში დაადანაშაულა.
ავტორი