დღეს სამტრედიაში, ლოკომოტივის სტადიონზე ფეინთბოლის ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც 15- დან 29 წლამდე ადგილობრივი ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.
ტურნირს ორგანიზებას უწევდა საქართველოს ფეინთბოლის ფედერაცია, პრეზიდენტი ლაშა გიგოიძე. თამაშები მიმდინარეობდა დღის პირველი საათიდან საღამოს ოთხ საათამდე.
ტურნირში 60 ახალგაზრდა იყო ჩართული, სულ მთლიანობაში – 12 გუნდი, ხუთ-ხუთი მოთამაშით.
ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ,,ფენიქსი” და ,,ფალავანი”. ,,ფალავანმა” 2:0 მოიგო.
ავტორი