გურიაში დილიდან ძლიერი წვიმა და ქარია.
შესუსტდება თუ არა ნალექის ინტენსივობა დღის განმავლობაში – ამ ინფორმაციის გასარკვევად გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელს დოდო გვაზავას დავუკავშირდით.
“ახლა შემოდის ძირითადი მასა, პირველ საათამდე ნარჩუნდება, შემდეგ უკვე დღის მეორე ნახევარში ნალექის ინტენსივობა დაიკლებს. შვიდი საათისთვის შესაძლებელია კიდეც თითქმის გამოიდაროს. რაც შეეხება ქარს, ქრის სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ქარი, 1-2 საათამდე დროგამოშვებით გაძლიერდება, შემდეგ უკვე თანდათან შესუსტდება”,_ ამბობს გვაზავა.