საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 12 მსჯავრდადებული შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
4 მსჯავრდადებული გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო 3 მსჯავრდადებულს მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა.
საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების აქტი ასევე შეეხო 5 მსჯავრდადებულს, რომელთა მოქმედი სასჯელები პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან არ იყო დაკავშირებული, მათ შორის 2 ქალი მსჯავრდადებულია.