https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„საჩოგბურთო სამყაროში ორ ერთნაირ სპორტსმენს ვერ ნახავთ – ყველა რადიკალურად განსხვავებულია“

15:32; 24.09.2022
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

დღევანდელი წერილის გმირი ახლო წარსულში ცნობილი ქართველი ჩოგბურთელი ლეილა მესხი ბრძანდება. სპორტის ამ სახეობას საქართველოში მდიდარი ისტორია გააჩნია. ყოფილ საბჭოთა კავშირში ყოველთვის მოწინავე პოზიციებზე ვიმყოფებოდით, მნიშვნელოვან საერთაშორისო წარმატებებს კი ალექსანდრე მეტრეველმა და თეიმურაზ კაკულიამ მიაღწიეს. ვაჟთაგან მოგვიანებით ესტაფეტა ლეილა მესხმა გადმოიბარა და არაერთ დასამახსოვრებელ გამარჯვებასაც მიაღწია.  სამწუხაროდ აქტიური სპორტული კარიერის დასრულება ნაადრევად – 28 წლის ასაკში მოუწია…

ლეილა მესხი დღეს ჩვენი სტუმარია და საკუთარ საჩოგბურთო ცხოვრებას თავად გაიხსენებს.

„სვანეთის უბანში დავიბადე. ბედნიერი ბავშვობა მქონდა: ხეხილიანი ეზო და თავისუფლება, გარშემომყოფთაგან კი უდიდესი სიყვარული! ენერგიული ბავშვი ვიყავი, ხეებზე აძრომა მიყვარდა… სანამ გავჩნდებოდი, მამაჩემი ამბობდა: თუ ბიჭი იქნება, ფეხბურთზე შევიყვან, თუ გოგო – ჩოგბურთზეო. ფეხბურთი გასაგებია – გვარი „მიწყობდა” ხელს, რაც შეეხება ჩოგბურთს, მამას უყვარდა და კარგად ესმოდა, ჩემთვისაც არაერთხელ მოუცია რჩევა.

თავის დროზე მამა ძალიან კარგად თამაშობდა ფეხბურთს, მაგრამ სიზარმაცემ დაღუპა. ბოლოს კიევის არმიის სპორტულ კლუბში თამაშობდა… დედაჩემი – გალინა ლუბენკო, სწორედ უკრაინაში გაიცნო. მალევე დაქორწინდნენ და ცოტა ხანში საქართველოში დაბრუნდნენ.

ერთ მშვენიერ დღეს მამამ მე და ჩემი უფროსი და მანქანაში ჩაგვსხა და მარჯანიშვილის კორტებზე, ბატონ გურამ თოხაძესთან მიგვიყვანა. მამამ ჯერ ჩემი და, ნანა შეიყვანა მწვრთნელთან, ჩოგბურთის თამაში მინდა, რომ ასწავლოთო. ცოტა ხანს ისაუბრეს, ბოლოს კი ბატონმა გურამმა ჩემზე ჰკითხა, ამ პატარა გოგოს არ უნდა ვარჯიშიო. ჯერ პატარააო, უპასუხა მამაჩემმა. 8 წლის ვიყავი მაშინ. არაუშავს, მშვენიერი ასაკია ჩოგბურთის შესასწავლადო, უპასუხა ბატონმა გურამმა. ასე მოვხვდი ამ მშვენიერ სამყაროში.

ერთი წლის შემდეგ ნანამ ჩოგბურთს თავის დაანება – სწავლაზე გადაერთო, მე კი შესამჩნევად მოვუმატე და ჩემს ასაკში დიდ წარმატებებსაც მივაღწიე. მამა ყველანაირად ხელს მიწყობდა.

სახლის წინ მშვენიერი ბაღი გვქონდა – დედაჩემი თვალისჩინივით უფრთხილდებოდა ყვავილებს და ხეხილს. ერთ მშვენიერ დღეს, შინ დაბრუნებულმა, საკუთარი ეზო ვეღარ იცნო – მამამ ყველაფერი ამოძირკვა და ჩემთვის ასფალტის პატარა საჩოგბურთო მოედანი მოაწყო. ცხადია, დედას ძალიან არ ესიამოვნა ეს ამბავი, მაგრამ მამამ დაარწმუნა ამ „ნაბიჯის” აუცილებლობაში.

ვარჯიშის დაწყებიდან 3-4 წლის თავზე ჩემი ასაკის უპირობო ლიდერი ვიყავი. ეგ კი არა, რამდენიმე წლით უფროსებსაც ტოლ-სწორად ვეთამაშებოდი. დიდი ჩოგბურთის თამაში რომ შემეძლო, ამაში 1982 წელს, თელავში გამართულ საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვების შემდეგ დავრწმუნდი. 14 წლის ვიყავი მაშინ და ამის მიუხედავად, ნაკრების ლიდერებს თანაბრად ვეთამაშებოდი. განსაკუთრებით ძლიერები იყვნენ დები მალაციძეები. მახსოვს, ნახევარფინალში ერთ-ერთ მათგანს, ირინას ვაჯობე, ფინალში კი ჩემზე ბევრად უფროსი ნინიკო თუხარელი დავამარცხე. ჩვენმა საჩოგბურთო სამყარომ სწორედ მაშინ მაღიარა.

საქართველოს შემდეგ საკავშირო ასპარეზზე გავედი, მანამდე კი ვარჯიშს უფრო მოვუმატე. ამის წყალობით შედეგებიც გავაუმჯობესე. ნელ-ნელა საბჭოთა კავშირშიც მივეჩვიე გამარჯვებებს და იუნიორებში ნომერ პირველი გავხდი!

იმ პერიოდში მოსკოვშიც გავდიოდი შეკრებებს უძლიერეს სპორტსმენებთან ერთად. გურამ თოხაძის შემდეგ ბატონი თეიმურაზ კაკულია მავარჯიშებდა, მოსკოვში კი სერგეი ანდრეევი იყო ჩემი მწვრთნელი. ის დიდებული პიროვნება და ძალიან კარგი სპეციალისტი გახლდათ, მისგან ბევრი რამ ვისწავლე. მოსკოვში 3-4 თვით ჩავდიოდი. საცხოვრებლად იქ გადასვლა აუცილებელი არ იყო და ოჯახსაც თავი არ გამოუდია.

1983 წელს ევროპის იუნიორთა ჩემპიონატზე გავედი, რომელიც საფრანგეთში გაიმართა. იქ მესამე ადგილი დავიკავე – ნახევარფინალში ქალთა ჩოგბურთის მომავალ ლეგენდასთან, შტეფი გრაფთან წავაგე. იმ დროს უცხოეთში მე არავინ მიცნობდა, შტეფი კი ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა – იმ დროისთვის წამყვან სპორტულ კომპანიებთან რამდენიმე კონტრაქტიც აკავშირებდა. ხვდებით რატომ გიყვებით ამას? საბჭოთა და დასავლეთის საჩოგბურთო ცხოვრებაზე რომ შეგექმნათ შთაბეჭდილება. იქ იუნიორები პროფესიონალებად ყალიბდებოდნენ, ჩვენთან კი ჯერ კიდევ ელემენტარულისთვის გვიწევდა ბრძოლა.

1987 წელს პირველი დიდი საერთაშორისო გამარჯვება ვიზეიმე: იუგოსლავიაში მსოფლიო უნივერსიადა მოვიგე ერთეულთა და წყვილთა შორის. ამ შეჯიბრებაში მართლა ძალიან ძლიერი სპორტსმენები იყრიდნენ თავს და უზომოდ გამიხარდა ჩემპიონობა. ერთეულთა ფინალში მასპინძელი, მონიკა გოლეში დავამარცხე. თუ სწორად მახსოვს, იმ დროისთვის ჩემი მეტოქე მსოფლიო რეიტინგში 42-ე საფეხურზე იდგა. გარშემომყოფებმა უნივერსიადის მოგება კი მომილოცეს, მაგრამ იქვე დაამატეს, წარმატება კარგია, მაგრამ ჩათვალე არაფრისთვის მიგიღწევია, ყველაფერი ნულიდან უნდა დაიწყოო. ეს რჩევა არასდროს დამვიწყებია. მალე ტალინში საკავშირო ჩემპიონატი ჩატარდა. იქ ფინალში გავედი, თუმცა ნატალია ზვერევასთან დავმარცხდი.

80-იან წლებში საჩოგბურთო სამყარო დიდ ნაბიჯებს დგამდა კომერციალიზაციისკენ, საკავშირო სპორტკომიტეტი კი ამ მხრივ ძალიან გვზღუდავდა. მიუხედავად ამისა ნატალია ზვერევამ და ლარისა სავჩენკო-ნეილანდმა და მე მაინც გავაფორმეთ კომერციული კონტრაქტები უცხოურ კომპანიებთან და თუ შეიძლება ასე ითქვას, მატერიალური კუთხით ცხოვრება გავიუმჯობესეთ. დღევანდელი გადასახედიდან შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩვენ პირველი საბჭოთა პროფესიონალი ქალი-ჩოგბურთელები ვიყავით.

ჩვენგან, სპორტსმენებისგან, ასეთ თამამ ნაბიჯს ბევრი არ ელოდა. სპორტის მესვეურები შიშობდნენ, რომ ამ კონტრაქტების გამო მოსკოვიდან დავისჯებოდით, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. ეგ კი არა, ჩვენი შემხედვარე ბევრმა სპორტსმენმა თავადაც გააფორმა კონტრაქტი. ამ თამამი ნაბიჯის მთავარი პლუსი იყო ის, რომ ტურნირებზე გამომუშავებულ თანხას სრულად ვიღებდით – ეგრეთ წოდებულ „წილში” საკავშირო სპორტკომიტეტი ვეღარ გვიჯდებოდა.

1990 წელს საფრანგეთის ღია ჩემპიონატზე, როლან გაროზე ვითამაშე. 1/16 ფინალში მონიკა სელეშს შევხვდი. ჩვენი დაპირისპირება ტელევიზიით გადაიცა და ამ რეპორტაჟის წყალობით უცნაური ისტორია გადამხდა. მოკლედ, პარიზში მცხოვრებმა ქალბატონმა ნათელა ნიკოლაძე-ღამბაშიძემ შემთხვევით ნახა ჩემი გვარი ტელევიზორში. იმ წუთშივე როლან გაროს კორტებისკენ წამოვიდა და მალე გასახდელში მოგვაკითხა მე და ჩემს გუნდს. ცრემლმორეული გვესაუბრა. აღმოჩნდა, რომ დედამისს 1937 წელს საქართველოს ჩემპიონატი მოუგია ჩოგბურთში. ქალბატონმა ნათელამ დედამისის ჯილდო – „ვერცხლის ფოთოლი” მისახსოვრა. უცნაურია, მაგრამ იქამდე რამდენიმე წლით ადრე ზუსტად ასეთივე პრიზი გადმომცა იან ჰომერმა, საქართველოს პირველმა ჩემპიონმა ვაჟთა შორის. დღეს ორივე „ვერცხლის ფოთოლი” ჩემს კოლექციაში ინახება.

კარიერის განმავლობაში უამრავ ძლიერ მეტოქესთან მითამაშია, რამდენიმე მათგანისთვის მომიგია კიდეც, ყველაზე ტკბილად კი 1991 წელს მარტინა ნავრატილოვასთან გამარჯვება მაგონდება. ქალთა ჩოგბურთის ლეგენდა ამერიკაში, ჰილტონ ჰედის ტურნირზე დავამარცხე. გამარჯვებული მესამე სეტს უნდა გაერკვია. 5:4-ს რომ ვიგებდი, თავსხმა წვიმა წამოვიდა და მატჩის დასრულება ერთი დღით გადაიდო. ძალიან დაძაბული გეიმი გამოვიდა – დაახლოებით 15 წუთი ვითამაშეთ. მარტინამ რამდენიმე ბრეიკი ვერ გამოიყენა, მეც გავანიავე მატჩ-პოინტები, თუმცა მეხუთე გამოვიყენე და გავიმარჯვე! სხვათა შორის, იმავე შეჯიბრებაზე ათეულის კიდევ ორ წევრს ვძლიე: ჯენიფერ კაპრიატის და და ნატალია ზვერევას. იქ ფინალამდე მივედი, მაგრამ სამწუხაროდ, გაბრიელა საბატინისთან დავმარცხდი.

1991 წელი ჩემს კარიერაში ყველაზე წარმატებული გამოდგა: სტაბილურად კარგად ვთამაშობდი და რეიტინგში საუკეთესო შედეგი – მე-11 ადგილი სწორედ იმ წლის აგვისტოში ვაჩვენე. მერე ყველაფერი დაღმა წავიდა: ქვეყანა აირია, სავარჯიშო პირობები აღარ მქონდა, ამას ტრავმაც დაერთო და… მოკლედ, წმინდა სპორტული პრობლემების გარდა, უამრავი სხვა თავსატეხიც გამიჩნდა და რამდენიმე წელიწადში ჩოგბურთიდანაც წავედი, არადა, 28 წლის ვიყავი.

1992 წელს, ბარსელონაში გამართული ოლიმპიური თამაშები ჩემი ერთ-ერთი ბოლო შეჯიბრება იყო. იქ წყვილში ვითამაშე ზვერევასთან ერთად. ნატალია ჩემზე გამოცდილი მეწყვილე იყო, რეიტინში პირველ-მეორე ადგილებზე იმყოფებოდა, თუმცა ოლიმპიადას არცთუ კარგ ფორმაში შეხვდა. მიუხედავად ამისა, ნელ-ნელა მოვუმატეთ და ნახევარფინალში გავედით. იქ დებ ფერნანდესებთან ძალიან დაძაბული შეხვედრა წავაგეთ – 6:7, 6:7. საბოლოოდ მესამე ადგილზე გავედით და ბრინჯაოს მედლებით „დავკმაყოფილდით”.

სეულის ოლიმპიურ თამაშებზე საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრის სახელით გამოვედი. იქ მეორე წრეში წავაგე მომავალ ჩემპიონ შტეფი გრაფთან. 4 წლის შემდეგ, ბარსელონაში უკვე დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების გაერთიანებული გუნდის წევრი ვიყავი. ძალიან მინდოდა ჩემს მესამე ოლიმპიადაზე, 1996 წელს ატლანტაში, საქართველოს გუნდში მეასპარეზა, მაგრამ ჩემი ტრავმით ეს გამორიცხული იყო – ქუსლის მყესები მქონდა გაწყვეტილი. რამდენიმე ქირურგს მივმართე, მაგრამ ოპერაციისგან ყველამ თავი შეიკავა.

კარიერის დასრულების შემდეგ საჩოგბურთო აკადემიაში გადავინაცვლე, რომელსაც მე და ჩემმა მეუღლემ რამდენიმე წლით ადრე ჩავუყარეთ საფუძველი. გახსოვთ ალბათ, 90-იანი წლების შუაში, სახელმწიფომ ქონების პრივატიზაცია რომ გამოაცხადა, პირველად სწორედ მარჯანიშვილზე მდებარე კორტები შევიძინე. მძიმე პერიოდებიც გამოვიარეთ, მაგრამ დადებითი მეტი იყო. ახლა რომ ვამბობ, მეცინება, მაგრამ იყო დრო, როცა ჩვენი ცენტრი ელექტროენერგიას მეტროსადგურ მარჯანიშვილიდან იღებდა. იმ ძნელბედობის ჟამს ერთი ვარჯიშიც არ ჩაგვიგდია – ბავშვებს ყველანაირად ხელს ვუწყობდით! ახალ საქმეს დიდი ენთუზიაზმით ვეკიდებოდი – მსურდა დამწყები ჩოგბურთელებისთვის მაქსიმალურად გამეადვილებინა თამაში, მომეხსნა ის არაერთი უაზრო პრობლემა, რომელიც რატომღაც მე მაწუხებდა.

საჩოგბურთო სამყაროში ორ ერთნაირ სპორტსმენს ვერ ნახავთ – ყველა რადიკალურად განსხვავებულია. ორ მათგანთან განსაკუთრებით ვმეგობრობდი – არგენტინელ გაბრიელა საბატინისთან და ესპანელ არანჩა სანჩეს-ვიკარიოსთან. შტეფი გრაფი ჩაკეტილი გოგო იყო, გასახდელში არავის ეკონტაქტებოდა. ასევე თბილად მახსენდებიან ბულგარელი დები მალეევები.

საბატინისთან დაკავშირებით ერთ ისტორიას გავიხსენებ. კარიერის დასრულებიდან რამდენიმე წლის შემდეგ მეუღლესთან ერთად ამერიკაში ვიყავი ტურნირზე. ვხედავ გაბრიელა გვიახლოვდება. პავლე იცნო, გადაეხვია, მოიკითხა და უცბად ჰკითხა, ლეილა სად არის, აქ არ მინახავსო. პავლემ ჩემზე მიუთითა, ის კი კინაღამ გაგიჟდა, ვერ გიცანი, ძალიან შეცვლილხარო. ეტყობა ახალმა ვარცხნილობამ დააბნია – სანამ სპორტსმენი ვიყავი, თმას მოკლედ ვიჭრიდი.

1999 წელს პირველად ამირჩიეს საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტად. ამ თანამდებობაზე 14 წლის განმავლობაში ვიმუშავე. არ გადავაჭარბებ – თითქმის ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ. უამრავი პრობლემა მოვაგვარეთ, ინფრასტუქტურა მოვაწესრიგეთ, საჩოგბურთო ცხოვრება გამოვაცოცხლეთ, ვაჟთა და ქალთა საერთაშორისო ტურნირებს ჩავუყარეთ საფუძველი… მოგვიანებით, როცა პირველი ეტაპი გავიარეთ, საერთაშორისო ფედერაციის მოთხოვნით, მოთამაშეთა ლიცენზირება დავიწყეთ. ვერ წარმოიდგენთ, როგორი წნეხის ქვეშ აღმოვჩნდით! ისიც კი ითქვა, მესხმა ფედერაციაში „ფულის კეთება” დაიწყოო, არადა ეს იყო აუცილებელი ნაბიჯი, რომელიც ისევ ჩვენს ფედერაციას მოხმარდებოდა – წელიწადში მოთამაშეს 30 ლარის გადახდა უწევდა. სულ 200-მა ჩოგბურთელმა მიიღო ლიცენზია.

ჩვენი მუშაობა ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციას შეუმჩნეველი არ დარჩენია და წარმატებისთვის რამდენჯერმე დაგვაჯილდოვა. 2004 წელს კიდევ ერთი ვადით ამირჩიეს ფედერაციის პრეზიდენტად. სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინ აზერბაიჯანიდან დამიკავშირდნენ და ჩოგბურთის განვითარებაში დახმარება მთხოვეს. გავიკვირვე და ვკითხე, რატომ ჩვენ და არა, ვთქვათ, რუსები, ისინი ხომ ქართველებზე გაცილებით გამოცდილები არიან-მეთქი. მიპასუხეს: ჩვენ შევისწავლეთ საკითხი, მივიჩნიეთ, რომ თქვენი ხელმძღვანელობით ქართულმა ჩოგბურთმა მშვენიერი პროექტები განახორციელა და ამიტომ დაგიკავშირდითო. მგონი, აზერბაიჯანელთა ყურადღება ჩვენს სწორ და კარგ მუშაობაზე მიუთითებდა”.

გიორგი გაჩეჩილაძე

ავტორი

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

სპორტი

12 წლის სენაკელი მოჭადრაკე საქართველოს ორგზის ჩემპიონია – გაიცანით ნოკოლოზ გოგია

22:09; 14 სექტემბერი, 2026
სპორტი

ლაზარე ჩხარტიშვილი 12 წლამდე ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონი გახდა

12:14; 14 სექტემბერი, 2026
სპორტი

ლუიშ ფიგუმ ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცა

10:01; 10 სექტემბერი, 2026
სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებში წარადგინეს

19:05; 8 სექტემბერი, 2026
სპორტი

ლაშა ტალახაძე დიდ სპორტს დაუბრუნდა – ცნობილია, სად იასპარეზებს ქართველი ძალოსანი

10:24; 6 სექტემბერი, 2026

“ამ ახალგაზრდას აქვს ძალიან ძლიერი და ზუსტი დარტყმა"  

სიცილით „სიკვდილი“

ყველა სიახლე

მსოფლიო

Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

23:16; 14.09.2026
სპორტი

12 წლის სენაკელი მოჭადრაკე საქართველოს ორგზის ჩემპიონია – გაიცანით ნოკოლოზ გოგია

22:09; 14.09.2026
საზოგადოება

ოზურგეთის რომელ საჯარო სკოლას არ ჰყავს პირველკლასელი

21:45; 14.09.2026
საზოგადოება

2 წლის ლაზარეს სასწრაფოდ სჭირდება დახმარება – ბავშვი რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზეა

19:54; 14.09.2026
პოლიტიკა

სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილი წარადგინეს

18:02; 14.09.2026
სამართალი

შეიარაღებულმა პირებმა 70 წლამდე ქალი დააყაჩაღეს

16:35; 14.09.2026
პოლიტიკა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები კვლავ ერთიანდება

16:30; 14.09.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ

15:19; 14.09.2026
ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
პოლიტიკა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს

14:09; 14.09.2026
საზოგადოება

აბიტურიენტების საყურადღებოდ! გამოცდების ცენტრი განცხადებას ავრცელებს

14:03; 14.09.2026
საზოგადოება

„სასულიერო პირები სკოლებში, ახალი ეროვნული გეგმა და 457 პირველკლასელი _ როგორ ხვდებიან ოზურგეთში ახალ სასწავლო წელს

13:45; 14.09.2026
პოლიტიკა

მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძის ბრიფინგი ჩაინიშნა

13:17; 14.09.2026
პოლიტიკა

გელა გელაძე – პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ

12:42; 14.09.2026
სამართალი

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს – დაკავებულია 7 პირი

12:40; 14.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო