ფილიპინების ხელისუფლებამ დაიწყო ხალხის ევაკუაცია სანაპირო რაიონებიდან დიდი ტაიფუნის მოახლოების გამო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მე-3 კატეგორიის ტაიფუნი ნორუ მოძრაობს 195 კმ/სთ სიჩქარით, მიემართება ლუზონისკენ, ქვეყნის მთავარი კუნძულისკენ, რასაც სინოპტიკოსები “ასაფეთქებელი ინტენსიფიკაციას” უწოდებენ.
ქარიშხალმა შეიძლება გამოიწვიოს მეწყერი, წყალდიდობა და საშიში ქარიშხალი, მათ შორის დედაქალაქ მანილაში.