13 წლის შვილიშვილის მიმართ, სექსუალური ძალადობის ბრალდებით შიდა ქართლში 50 წელს გადაცილებული კაცი დააკავეს. შემთხვევა ერთ-ერთ სოფელში მოხდა.
“მთავარ არხს” მოპოვებულ ინფორმაციას შსს უდასტურებს. უწყება ამბობს, რომ გამოძიება 138-ე მუხლით მიმდინარებს, რაც ოჯახის წევრის მიმართ სექსუალურ ან სხვაგვარი ქმედების ჩადენას გულისხმობს.
კაცი უკვე დაკავებულია. გორის რაიონულმა სასამართლომ ის წინასწარ პატიმრობაში გაუშვა.
პოლიციას ფაქტი მასწავლებელმა შეატყობინა.
‘შვილიშვილმა დაწერა თვითონ. ამ გოგოს უთქვამს სკოლაში და მერე თვითონ სკოლის მასწავლებელს გაუსაჯაროებია ეს ფაქტი. ამ კაცის გაზრდილია ეს ბავშვი”, – ამბობს ადგილობრივი.
“მთავარი არხის” ინფორმაციით, დაკავებული წარგდენილ ბრალდებას არ ეთანხმება, საქმეში კი ამ დორისთვის მხოლოდ შვილიშვილის ჩვენება დევს.
დაკავებულის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მოზარდმა ამბავი ბაბუაზე შურისძიების მიზნით გამოიგონა.
წყარო: mtavari.tv