წინასწარი მონაცემებით, სავარაუდოდ, ორი ადამიანი დაიღუპა ხერსონის ცენტრში სარაკეტო თავდასხმის შედეგად. რუსული მედია წერს, რომ ერთ–ერთი მათგანი რადას ყოფილი დეპუტატი, ოლექსი ჟურავკოა. იტყობინება რუსული მედია ქალაქის სამსახურებზე დაყრდნობით,- ამის შესახებ BBC წერს.
“წინასწარი მონაცემებით, ერთი დარტყმა დაფიქსირდა HIMARS MLRS-დან ხერსონის ცენტრში მდებარე სასტუმროში, რომელშიც ჩვეულებრივი მშვიდობიანი მოქალაქეები ცხოვრობდნენ, იარაღისა და აღჭურვილობის გარეშე. ორი დაიღუპა, მათ შორის ალექსეი ჟურავკო“, – თქვა ინტერფაქსის წყარომ.
რუსები თავდასხმაში უკრაინას ადანაშაულებენ.
BBC წერს, რომ ჟურავკო არის უმაღლესი რადას ყოფილი დეპუტატია, რეგიონების პარტიის წევრი. ღია მონაცემებით, ის დაბადებიდან ინვალიდია (აკლდა მარჯვენა ფეხი და მარცხენა ხელი). 2015 წელს ჟურავკო რუსეთში გაემგზავრა, უკრაინის სპეცსამსახურებმა ის დაუსწრებლად გამოაცხადეს რამდენიმე სისხლის სამართლის მუხლით ეჭვმიტანილი. ყოფილი დეპუტატი ხერსონის რაიონში გაზაფხულზე დაბრუნდა, როდესაც იგი თითქმის მთლიანად დაიპყრო რუსეთის არმიამ.
ავტორი