გუშინ ღამით ხანძარი გაჩნდა ლენინგრადის ოლქის გაჩინას რაიონში, სიასკელევსკის სოფლის დასახლების ადმინისტრაციის შენობაში – ამის შესახებ 47news – ზე დაყრდნობით BBC წერს.
ხანძრის წყარო ფანჯრიდან გადაგდებული მოლოტოვის კოქტეილი იყო, – ნათქვამია მოხსენებაში. ხანძრის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების სამინისტროში ადასტურებენ. მათი ინფორმაციით, ხანძრის ფართობი 50 კვადრატული მეტრი იყო. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე „ცეცხლსასროლი იარაღით ქონების განზრახ განადგურების“ მუხლით.
რუსეთში, მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, სამხედრო მოსამსახურეებისა და ადმინისტრაციული შენობების დაწვის ახალი ტალღა დაიწყო. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისთანავე დაიწყეს ცეცხლის წაკიდება რეგიონებში სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისებებზე. ამ ხანძრების უმეტესობა მიმდინარე წლის მაისში დაფიქსირდა. მას შემდეგ, რაც პუტინმა მობილიზაცია გამოაცხადა, მსგავსი შემთხვევები კვლავ იზრდება.
ავტორი