დღეს, დილიდან, ოზურგეთში, თხილს აქა–იქ თუ იბარებენ. ე.წ. ნარევი ლარნახევარი ღირს.
_ათი დღეა, ასე გაძეძგილი გვაქვს საწყობები. კაციშვილი არაა ამბავის მკითხავი. მგონი, მუქთადაც არავის უნდა.. ჩვენს თავზე მწარედ გვეცინება… რატომ დავდივართ? ოჯახში საქმეს ვცდებით და აქაც მთელი დღე ტყუილად ვდგავართ, – ამბობენ „გურია ნიუსთან“ გ. ეპისკოპოსის ქუჩაზე მდებარე, თხილის მიმღებ პუნქტებში მომუშავე ქალბატონები.
თითქმის, ყველა ჯიხური, სადაც თხილს იბარებენ, სავსეა თხილით სავსე ტომრებით.
–გასაქანი არაა. ასე გვიწყვია. არავინ მოდის მყიდველი, – იგივე გვითხრეს ნინო რამიშვილის ქუჩაზე განლაგებულ ჯიხურებში.
ერთადერთი საიმედო, რაც აღნიშნეს, _დღეს ორშაბათია და იქნებ, ვინმე წამღები გამოჩნდესო, _თქვეს მათ.
ავტორი