უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ CBS–თან ინტერვიუში თქვა, რომ უკრაინამ აშშ–სგან მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემები (NASAMS) მიიღო.
“ჩვენი ამოცანაა, დავიცვათ საკუთარი ტერიტორია. ჩვენ არ გვჭირდება უცხო ქვეყანა, არ გვჭირდება უცხო ერი. ჩვენ გვინდა, რომ საკუთარი მიწა და ხალხი გადავარჩინოთ. ამისთვის, საჰაერო თავდაცვის სისტემები გვჭირდება. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ აშშ–მ გამოიჩინოს ლიდერობა უკრაინას გადასცეს საჰაერო თავდაცვის სისტემები. მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, ასევე კონგრესს – ჩვენ მივიღეთ NASAMS-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები“, – თქვა ზელენსკიმ.
27 აგვისტოს აშშ–ის თავდაცვის დეპარტამენტმა მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემების (NASAMS) შესაძენად Raytheon Co.-თან 182.2 მილიონის ღირებულების კონტრაქტს ხელი მოაწერა. NASAMS-ის სისტემები უკრაიანამ აშშ–ს სამხედრო დახმარების $3 მილიარდიანი პაკეტიდან მიიღო.
ამერიკის შეერთებული შტატებმა 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღესა და ომის დაწყებიდან 6 თვის თავზე უკრაინისთვის $3-მილიარდიანი უსაფრთხოების დახმარების პაკეტი გამოყო.
NASAMS-ის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის რაკეტებს 30 კილომეტრის რადიუსსა და 21 კილომეტრის სიმაღლეზე ფრენა შეუძლიათ.
პენტაგონის ინფორმაციით, 2021 წლის იანვრიდან ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას უკვე გაუწია ან გემავს გამოუყოს 13.5 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება.
ავტორი