სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ მოკლა რუსეთში, ირკუტსკის ოლქის ქალაქ უსტ-ილიმსკში ახალგაზრდა მამაკაცმა ოლქის სამხედრო კომისარი.
კომისარი ომში წასაყვანად მობილიზებულ მოქალაქეებს ესაუბრებოდა. იგი ტრიბუნასთან იდგა, როცა მამაკაცი მიუახლოვდა და ახლო მანძილიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.
მამაკაცი ადგილზევე დააკავეს.