თანამედროვე სუფრამ ძალიან იცვალა სახე. მზად ვართ, ახალი კერძები ახლებურად მივირთვათ?! ყოველი შემთხვევისთვის, მაინც იცოდეთ.
მწვანე სალათის ფოთოლი საკმაოდ უხერხული შესაჭმელია, მით უმეტეს, თუ მოზრდილ ნაფლეთებად არის დანაწევრებული. პირი რომ არ მოგესვაროთ, ჩანგლითა და დანით დააქუცმაცეთ და ისე მიირთვით.
სპაგეტის მთელ მსოფლიოში ჩანგალზე დახვეულს მიირთმევენ, თუმცა, იტალიელები ჩანგალს საერთოდ არ იყენებენ – ისინი პირდაპირ ტუჩებით ისრუტავენ. სპაგეტის დანით ან ჩანგლით გაჭრა დანაშაულად არის მიჩნეული.
დანასა და ჩანგალს „საუბარიც“ შეუძლიათ. მაგალითაც, თუ რესტორანში ყურადღებით არ იქნებით, ოფიციანტი თეფშს ცხვირწინ აგაცლით. მაგალითად, თეფშზე ერთმანეთის პარალელურად დაწყობილი დანა და ჩანგალი ნიშნავს, „მე დავამთავრე”, ხოლო, თუ დანა–ჩანგალს გადააჯვარედინებთ, ამით ოფიციანტს ეუბნებით: „თეფში არ წაიღოთ.” თუ სუფრიდან ცოტა ხნით ადგებით, ხელსახოცი თეფშთან არ დადოთ. სკამზე დატოვეთ – ეს იმას ნიშნავს, რომ ისევ დაბრუნდებით.
შემწვარი კარტოფილი არასოდეს არ დასრისოთ თეფშზე ჩანგლით. მისი დანით გაჭრა შეიძლება, თუკი ზომით დიდია.
მოგწონთ ეს თუ არა, შემწვარი ქათმის დანითა და ჩანგლით ჭამა მოგიწევთ. არა უშავს, თუ ძვალს ხორცი შერჩება.
ავტორი