Ekhokavkaza წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ბელარუსის ლიდერი, ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში არაოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
გამოცემის ცნობით, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ საგზაო პოლიციის მანქანების თანხლებით აფხაზეთში ავტოკოლონა მოძრაობს.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია ბელარუსის პრეზიდენტ, ალექსანდრე ლუკაშენკოს ბიჭვინთაში შეხვდა.
ინფორმაცია არაღიარებული პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას ვებგვერდმა უკვე დაადასტურა ლუკაშენკოს ვიზიტი და ამბობს, რომ შეხვედრა ბიჭვინთის აგარაკზე გაიმართა.
,,თქვენ თქვით, რომ აფხაზეთის იზოლაცია, ეკონომიკური ბლოკადა არასწორი გადაწყვეტილებაა. ამის შესახებ აფხაზეთმა იცის და აფასებს. ჩვენ გვაქვს კარგი ადამიანური ურთიერთობები. ძალიან კმაყოფილი ვართ თქვენი ჩასვლით”, – თქვა ბჟანიამ.
ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ გუშინ 27 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე განიხილეს “აფხაზეთის პრობლემები”.
“მივედით იმავე დასკვნამდე, რომ აფხაზეთი არ უნდა იყოს მიტოვებული. მას დახმარება სჭირდება, რათა ამ აყვავებულ მიწაზე მცხოვრებმა ხალხმა, ნორმალურად იცხოვროს”, – განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.
ავტორი