https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 900-ს აჭარბებს (უცხოეთი)

    მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს – “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

31 წლის, სამი შვილის დედა, ორდოლაბიან წისქვილს “საჯილდაო ქვის” ინტერესით შეება

12:22; 29.09.2022
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

სოფელ ლიხაურში, მარად მქუხარე და მოუსვენარი აჭისწყლის ნაპირებთან დაიბადა და გაიზარდა ეკა სალუქვაძე. გოგონა, რომელსაც ზოგჯერ მეგობრები, ახლობლები თუ ნაცნობ-უცნობები ამქვეყნიურ “მოვლენად” არ თვლიან, რადგან თუ არ მისდიე ყოველი ფეხის ნაბიჯზე და საკუთარი თვალებით არ ნახე, შეუძლებელია დაიჯერო, რამდენს შრომობს და რის გაკეთებას ახერხებს.

_ სკოლის დამთავრებისთანავე გავთხოვდი… რა ვიცი, ასე მოხდა. სიყვარულმა “გამააბდლა”. დედა მუდამ ჩამჩიჩინებდა, ჯერ ისწავლე, რაიმე პროფესია მიიღე, ნურსად გეჩქარებაო, თუმცა, ეს უკვე წარსულია. პროფესიის მიღებას კი მონდომება უნდა და სწავლაც , შრომაც მუდამ შესაძლებელია. ცოცხალი ადამიანის საქმე მეტი რაა, თუ რაღაც ყოველ წუთს არ ისწავლე, რომ მერე შრომა შეძლო? – მკვირცხლად, სხარტად საუბრობს. თვალები კი ორჯერ მეტს ასხივებს და ელავს, ვიდრე სიტყვა-პასუხში ჩატეული სიტყვებია.
რას აკეთებს?

სამი შვილის დედაა. უფროსი გოგონა, ლიზი 12 წლისაა, ვაჟები _ დავითი და დანიელი ცხრა და შვიდი წლის. სულ პატარა იყო, მამამ, რომელიც ტრაილერის მძღოლი იყო და შორ რეისებში მოგზაურობაც უწევდა, საჭესთან დასვა და უთხრა, მართვა უნდა გასწავლოო. სამი უფროსი დის შემდეგ, მეოთხე გოგონას, რომელსაც მშობლები ბიჭის ამპლუაში ელოდნენ, შემდეგ რატომღაც ბიჭის მისიასაც აკისრებდნენ ოჯახში. და მანაც გამართა “რული”. მერე ხშირად დაჰყვებოდა სხვადასხვა შორეულ მოგზაურობაში მამას და ტრაილერის საჭესთანაც თამამად ჯდებოდა… ყველა მოძრაობს აკვირდებოდა და ასე “აიტვირთა” გონებაში საგზაო მოძრაობის სხვადასხვა ნიუანსების წესები და ჯაჭვი. ეს კი ცხოვრების ისე ახლო მომავალში, იმაში დაეხმარა, რომ მამის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ, თავად ადვილად გაევლო მართვის კურსი და მიეღო შესაბამისი მოწმობა. შემდეგ კი, ავტომართვის კერძო სწავლების კურსი თავად გაეხსნა და მოეხდინა კიდევ ერთი სასწაული _ მისი მოსწავლეები უპრობლემოდ აბარებენ გამოცდებს და იღებენ მართვის მოწმობას. ეს ერთ-ერთი საქმეა ჩამონათვალში, რასაც ეკა სალუქვაძის შესახებ მოგაწვდით….

მოხდა ისე, რომ ოჯახის ნაბოლარა გოგონა მშობლების სახლში ცხოვრობს და სამ შვილს ზრდის. თითქოს, თავადაც ბავშვი… იქვე, მდინარე აჭის ნაპირას კი, ბაბუასეული ორდოლაბიანი წისქვილის საგანგებოდ ამუშავება როცა გადაწყვიტა, როგორც “საჯილდაო ქვას”, ისე შეება:
_ ამ წისქვილს სასწაული ისტორია აქვს. საუკუნე-ნახევრისაა, სულ ცოტა… კომუნისტები რომ მოვიდნენ, თურმე, ხელისუფლების სათავეში, რევოლუციის შემდეგ, დიდი ბაბუის, პლატონ სალუქვაძის აშენებული ორდოლაბიანი წისქვილი, ოჯახს გაკულაკებისას წაართვეს. ბევრი უბრძოლია, ცოცხალი თავით არ დაუთმია და მაინც დაუბრუნებია. წისქვილი კვლავ ამღერებულა… მოგვიანებით კი კვლავ დადუმებულა. ბოლო წლებში მე გადავწყვიტე, საგანგებოდ ამემუშავებინა. ვუკირკიტე. ტრაქტორი მივიყვანე, გზა შევასწორე, შუქი შევიყვანე… მოკლედ, სრულად აღვადგინე და უწისქვილო სოფელში კვლავ ძველებურად და ახალი შემართებით აგრიალდა ორდოლაბიანი საოცრება. იქეთ მე და ჩემი დები და დედაჩემი ვმღეროდით, შრომის სადიდებელს და აქეთ ჩვენი წისქვილი... _ ამ ყველაფერს ისე ჰყვება, თითქოს ეს წისქვილი და გარემო, დიდი ცხოვრება და ურთულესი შრომა კი არა, თითქოს, ფერადი ჯადოსნური სამყაროა და ზღაპრულ სათამაშოებს ისვრის ჰაერში, რომელიც მიწამდე არც ცვივა და ისევ ჰაერშივე ახალ სასწაულებად მრავლდება…

ფუტკრის მოვლა, როგორც თავად ამბობს, მაზლმა ასწავლა. შინაური პირუტყვის თუ ფრინველის მოვლა ოჯახში, რაც მეხსიერება აქვს, უპირველეს საქმედ იყო მიჩნეული. ოთხი და დილაადრიან, მშობლებთან ერთად ტრიალებდა.

_ რას არ ვაკეთებდით, ის თქვი… ყანაშიც დავდიოდით. სადილ-ვახშამსაც ვამზადებდით. თუმცა, პირველი ხელფასი, 15 წლისამ მაშინ ავიღე, როცა ლიხაურის სიმღერის ანსამბლში ვმღეროდი. დედაჩემი ნინო ღლონტი ოზურგეთში 35 წლის მანძილზე, მუსიკის პედაგოგად მუშაობდა. ყველა ვმღეროდით ოჯახში. თუმცა, ის პირველი ხელფასი, 40 ლარი რომ ავიღე, მეგონა უზარმაზარი თანხა იყო და კიდევ უფრო მეტი რომ მიმეღო, ჩავუთქვი სამყაროს, რომ კიდეც ვიმღერებდი, კიდეც ვიშრომებდი, შვილებსაც გავზრდიდი და სასწაულებს მოვახდენდი სიცოცხლესთან ფერხულში… ლექსი და სიმღერაც ისე მიყვარს, ამის გარეშე შვილებს, წისქვილს თუ ფუტკარს როგორ ავყვები ყველაზე დიდ სიმღერაში, რასაც სიცოცხლე ჰქვია? _ კისკისებს ეს საოცარი გოგონა და კვლავ გვიამბობს, როგორ დგება დილაუთენია. წველის ძროხას, აპურებს შინაურ ფრინველს, ამზადებს საუზმეს და მერე შვილებს სათითაოდ აღვიძებს, რომ სკოლაში დროულად წავიდნენ, ნასაუზმევი და თან გაკვეთილების გამეორებაც მოასწრონ…

ამ ყველაფერთან ერთად, ეკა სალუქვაძე სოციალურ პროექტშიც არის ჩართული, როცა მორიგეა, ლიხაურის ცენტრალურ სივრცეში, გარემოს დასუფთავების საქმეში ერთვება.

_ აქაც ჯარასავით ტრიალებს. გოგო კი არა საოცრებაა. როგორ, რანაირად ასწრებს ამ ყველაფერს, არ ვიცი… მგონი, თავადაც არ იცის. ჩემი ყველაფერში გვერდით მდგომი და საიმედო გოგონაა. ამოუხსნელი შესაძლებლობების პატრონია… რა გითხრათ, _ გვეუბნება მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ლიხაურში ნანა წითლიძე.

მთავარი საქმე კი, მაინც ორდოლაბიანი წისქვილია, რომლის გუგუნსა და გრიალში, როგორც ეკა გვეუბნება, სასწაულ მუხტს იღებს:
_ წისქვილი ბიძაჩემის საზიაროა. თვეში 15 დღე მე ვამუშავებ. ათი კილოგრამის დაფქვა ორი ლარია. ისე, ვცდილობ, ხელი შევუწყო ყველას და სურვილის მიხედვით, გადაიხადონ _ ან თანხით, ან ფქვილის, ე.წ. მინდის დატოვებით. რომ იცოდეთ, როგორ გაუხარდა ხალხს, როცა ეს წისქვილი ავამუშავე. ცოტა შემოსავლები ფუტკრისგანაც მაქვს. სამი ოჯახი მყავდა, როცა მცირე გრანტი (ათასი ლარის ფარგლებში) მივიღე. ამ პროექტში როცა გავიმარჯვე, სასწრაფოდ კიდევ ვიყიდე რამდენიმე ოჯახი და მივამატე. ორმა ოჯახმა იბარტყა, ორიც ხელოვნურად გავყავი და ასე მივიწევთ წინ… _ კვლავ ჩქარ-ჩქარა გვიამბობს და საკუთარ კარმიდამოში დაგვატარებს.

მოხდა ისე, რომ ამ ყველაფრის გაკეთება, ეკა სალუქვაძეს, ძირითადად, მარტო უწევს. დედა გვერდით უდგას, თუმცა, როგორც თავად ამბობს, დედას ძალიან უყვარს ყვავილები, ბუნება და გარემო სივრცის დიზაინი მას აბარია კარმიდამოში.

_ როგორც შვილებს გვეფერებოდა და გვზრდიდა, დილაუთენიიდან, ყვავილებსაც ისე ეფერება. ფეხს არ დაგადგმევინებს ბალახზე ვაგლახად, _ სიყვარულით საუბრობს მშობელზე.

31 წლის ეკა სალუქვაძის სამყარო, როგორც აჭის ხეობაში, ლიხაურის ამ წარმტაც კუთხეში ამბობენ, რაღაცით ირეალურია, ადამიანის ამოუცნობი შესაძლებლობების სამყაროს ნაწილი. მას მოაქვს უსაზღვრო ენერგია, სადღაც სივრცეში კიდევ უფრო ზრდის და მერე ერთად შეგროვებულს აწვდის თუ გადადებს ყველას…

_ მყავს სასწაული ბოჩოლა, გოჭებიანი ღორი, ქათმები, ფუტკარი. მაქვს ხეხილოვანი გარემო, ბაღჩა-ბოსტანი… შვილები ისევე დაუზარელად მეხმარებიან, როგორც მე და ჩემი დები ბავშვობიდან ვეხმარებოდით მშობლებს. უფრო სწორადნ თავად გვასაქმებდნენ, ასე გაგვზარდეს და არასდროს არ მომხდარა, რომ მიუხედავად დაძაბული და დაბნელებული წლებისა, ოდესმე სახლში საკვები პროდუქტი გამოგვლეოდეს.
როგორ ვასწრებ? უფრო მეტის მოსწრება უნდა შევძლო და თუ ახლა წისქვილში ხმაურობს ორდოლაბიანი სამყარო, მალე გურული ფაცხა “დოლაბი” სხვანაირად უნდა ავამღერო. საქმეს შევუდექი. ტურისტული სამყაროს სხვა ნიშა უნდა გამოვძერწო აჭის ხეობაში, _ გვიამბობს ეს სასწაული გოგო და დაიჯერეთ, რომ ამ ყველაფერს თითქმის მარტო ვაკეთებო… სასწაულად მე ნუ მთვლით, ყველა ჯანმრთელ ადამიანში არსებობს ამოუწყავი შესაძლებლობები, მხოლოდ გაღვიძება და “მოქოქვა” სჭირდებაო, _ გვეუბნება და კისკისებს…

ეკა სალუქვაძეს ერთი სული აქვს, გურული ფაცხა და ორდოლაბიანი წისქვილის იდუმალება, ერთ საინტერესო სანახაობრივ სივრცედ აქციოს.

_ ქონებას და სიმდიდრეს კი არა, შრომას და სიცოცხლეს შეგახარბებს და სულ სხვანაირად მოგანდომებს! _ ამბობენ სოფელ ლიხაურში.
ახლახან, ეკა სალუქვაძემ ფერმერთა ასოციაციის გრანტი მიიღო და ამჯერად ამ გამარჯვების მუხტით ნასაზდროები მეტ სასწაულებს გვპირდება.

_ შრომა ისე უნდა შეძლო, რომ შეეხარბოს და კიდეც მოუნდეს შენ გვერდით მყოფს. ჩვენ საოცარი ქვეყანა გვაქვს. აჭის ხეობაში რომ შემოხვალ, ამ ოქრო-ვერცხლისფერში ალივლივებულ სივრცეს რომ გახედავ, მზის სხივების ქსოვილში გატარებულს და უთენია კიდე ბინდბუნდის თქორში გახვეულს, უმოძრაოდ როგორ უნდა გაჩერდე? რა მოგასვენებს და როგორ უნდა დაიჯერო, რომ სამოთხე საძებარი არაა და სწორედ აქ არის? ამიტომ ძილისთვის დრო, მგონი, იმ მონაკვეთშიც არ არის, რომელიც თვით ღმერთმა დაგვიწესა... _ იცინის, თუმცა საუბრის ტონს თუ გამომეტყველებას როცა დააკვირდები, მიხვდები, სულაც არ ხუმრობს ეს სასწაული გოგო.

დიდ წარმატებებს ვუსურვებთ სამი შვილის ძალიან ახალგაზრდა დედას, რომელიც ყველა მიმართულებით შედეგზე ორიენტირებულად შრომობს, თუმცა, პაპისეული წისქვილი მაინც სხვაა მის შემეცნებაში! ინდუსტრიალიზაციის შემოქმედებას, საკუთარ ორ დოლაბზე “ამხედრებული”, ლამის, ტოლს არ უდებს და შრომის აღლუმში ახალ, რეალურ გამარჯვებებს გვპირდება!

მარინა ჩიხლაძე

ავტორი

ეკა სალუქვაძე
გაზიარება494Tweet309Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

რთული მეტეოროლოგიური პირობები- სად შეიზღუდა მოძრაობა

17:28; 7 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

წაქცეული ხე ავტომობილს, გაზის მილს და ელექტროხაზებს დაეცა

16:24; 7 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

ოზურგეთელი ახალგაზრდის მორიგი წარმატება

15:54; 7 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

მეტეოროლოგი მოსალოდნელი ამინდის შესახებ გვაფრთხილებს

15:42; 7 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“ქალაქიდან გასვლა უკვე პრობლემა გახდა”

15:27; 7 დეკემბერი, 2025

სად შეიძლება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა გურიაში

როდიდან და რამდენით შემცირდება ზეთზე ფასი

ყველა სიახლე

ზაფრანი

ზოდიაქოს ეს 4 ნიშანი 2026 წელს წარმატებულად დაიწყებს

20:16; 7.12.2025
საზოგადოება

რთული მეტეოროლოგიური პირობები- სად შეიზღუდა მოძრაობა

17:28; 7.12.2025
საზოგადოება

წაქცეული ხე ავტომობილს, გაზის მილს და ელექტროხაზებს დაეცა

16:24; 7.12.2025
საზოგადოება

ოზურგეთელი ახალგაზრდის მორიგი წარმატება

15:54; 7.12.2025
პოლიტიკა

კახა კალაძე: ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ „კამიტეს“ გამოყენებას ფიზიკურად ვერ ექნებოდა ადგილი

15:47; 7.12.2025
საზოგადოება

მეტეოროლოგი მოსალოდნელი ამინდის შესახებ გვაფრთხილებს

15:42; 7.12.2025
საზოგადოება

“ქალაქიდან გასვლა უკვე პრობლემა გახდა”

15:27; 7.12.2025
საზოგადოება

2024/2025 სასწავლო წლებში სკოლაში სწავლა 9 024-მა მოსწავლემ შეწყვიტა – დეტალები

15:03; 7.12.2025
ფეისბუქსტატუსები

გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

14:20; 7.12.2025
პოლიტიკა

“საჭიროა საერთაშორისო გამოძიება” – ბარამიძე ქიმიურ ნივთიერებაზე

13:46; 7.12.2025
მსოფლიო

წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 900-ს აჭარბებს (უცხოეთი)

13:02; 7.12.2025
საზოგადოება

“სუს-ის ციფრები ინტოქსიკაციის რეალურ მასშტაბს არ ასახავს”- ქურდოვანიძე

12:29; 7.12.2025
სამართალი

არასრულწლოვანი გოგონები თანატოლ გოგონას ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

12:20; 7.12.2025
პოლიტიკა

საპროტესტო აქცია თბილისში _ “ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება”

12:06; 7.12.2025
სპორტი

მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა

10:18; 7.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

14:20; 7.12.2025
0

“გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

9:59; 5.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო