“ბელარუსი ამ ნაბიჯით ძალიან ახლოს მივიდა საქართველოსთან ურთიერთობის წითელ ხაზთან” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა “რუსთავი 2”-ის ეთერში ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტის შესახებ განაცხადა.
“ეს ჩასვლა, ეს ნაბიჯი არღვევს საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და გარდა ამისა ეს ეწინააღმდეგება იმ ურთიერთობას, რომელიც საქართველოს ბელარუსს შორის არის. იმედი გვაქვს ბელარუსი საერთაშორისო სამართლის აღიარებულ პრინციპებს დაუბრუნდება.
საქართველოს მხრიდან მოთხოვნილ იქნა განმარტებები და ეს განმარტებები უნდა იქნას წარმოდგენილი. ბელორუსია ამ ნაბიჯით ძალიან ახლოს მივიდა საქართველოსთან ურთიერთობის წითელ ხაზთან და მნიშვნელოვანია ეს წითელი ხაზი გადაკვეთილი არ იქნას”, – ამბობს პაპუაშვილი.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved