ფინეთი რუსებისთვის საზღვარს ჩაკეტავს, _ ინფორმაციას ფინური მედია Ile.fi ავრცელებს.
შინაგან საქმეთა მინისტრის მიკონენის თქმით, ზეგავლენა მოძრაობის მოცულობაზე მნიშვნელოვანია.
მისივე თქმით, თუმცა, საზღვარი ბოლომდე არ დაიხურება, რადგან გადაწყვეტილება შეიცავს აუცილებლობად მიჩნეული განსაკუთრებული მიზეზების 10 პუნქტიანი სიას, რომლის საფუძველზეც ფინეთში ტურისტული ვიზით ჩასვლა იქნება შესაძლებელი. მაგალითად, ოჯახის ან ნათესავების მონახულება, ფინეთის კოლეჯის მისაღები გამოცდების ჩაბარება, ასევე, ფინანსური ან სამსახურთან დაკავშირებული მიზეზებით.
გამოცემის ცნობით, რუსეთიდან ფინეთში ან ფინეთის გავლით სხვა ქვეყნებში ტურისტული ვიზებით მოგზაურობა უმეტეს შემთხვევაში შეუძლებელი იქნება.
საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰაავისტომ, პრესკონფერენციაზე განაცხადა, შეზღუდვები ძალაში 30 სექტემბრიდან ამოქმედდება. გადაწყვეტილება მიზნად ისახავს მთლიანად აღკვეთოს რუსული ტურიზმი ფინეთში და მასთან დაკავშირებული ტრანზიტი ფინეთის გავლით.
ცნობისთვის ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰაავისტომ 23 სექტემბერს განაცხადა, ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების შესვლისა და ვიზების გაცემის მნიშვნელოვანი შეზღუდვების შესახებ. გარდა ამისა, ფინეთში უძრავი ქონების ფლობა აღარ იქნება ვიზის მიღების საფუძველი.
ავტორი