პოლიციელებს, ჯარისკაცებს და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს იანვრიდან ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
„თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება იზრდება 490 მილიონი ლარით იზრდება.
მათ შორის, პოლიციელების, ჯარისკაცების და უსაფრთხოების სამსახურის ხელფასები 20%-ით იზრდება. ამ მიზნით გათვალისწინებული არის 290 მილიონი ლარი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.