გვიან ღამით ხანძარი იყო ავლაბარში. სპარტაკის ქუჩაზე ცეცხლი ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. ადგილობრივების თქმით, ერთ-ერთ სახლში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ პირს სიგარეტი იატაკზე დაუვარდა, რამაც ცეცხლი გააჩინა. მან მეზობლებს ცეცხლის გაჩენის შესახებ თავად შეატყობინა.
ხანძარი გვერდით მდებარე ბინებზეც გავრცელდა. სულ დაიწვა 7 საცხოვრებელი ფართი.
ხანძრის შედეგად დაშავებული არავინაა, თუმცა მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ბინები საცხოვრებლად უვარგისია.
წყარო: newposts