ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, რათა თავის ტერიტორიებზე კონტროლი აღადგინოს, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.
„აშშ გმობს რუსეთის თაღლითურ ძალისხმევას უკრაინის სუვერენული ტერიტორიის ანექსიასთან დაკავშირებით. რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართალს, არღვევს გაეროს წესდებასა და ყველგან გამოხატავს ზიზღს მშვიდობიანი ერების მიმართ.
აშშ უკრაინას მისცემს იმდენ იარაღს, რაც საკმარისი იქნება მისი ყველა ტერიტორიის დასაბრუნებლად“, – თქვა ჯო ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ გააძლიერებს უკრაინას სამხედრო და დიპლომატიური კუთხით.
„მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა წევრს, უარყონ ანექსიის უკანონო ძალისხმევა და დადგნენ უკრაინელი ხალხის გვერდით იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, – განაცხადა მან.
დღეს კრემლში გამართულ ცერემონიაზე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიას ხელი მოაწერა.
რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთი ანექსირებული ტერიტორიების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
ავტორი