30 სექტემბერს, ზუგდიდში, სოფელ კორცხელში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომობილი, რომელსაც ცირა ლუკავა მართავდა, ხეს შეეჯახა. მომხდარის შედეგად მან მსუბუქი დაზიანება მიიღო. საბედნიეროდ,ავტომობილში მყოფი მისი ორი შვილიც უვნებლად გადარჩა.
ავარიის ამსახველმა ფოტომ მთელი სოციალური ქსელი აალაპარაკა. საზოგადოების ნაწილმა არასწორი ინფორმაციაც გაავრცელა, თითქოსდა, ქალი ავარიის მომენტისას, სოციალური ქსელით სარგებლობდა და “ტიკტოკს”იღებდა.
ცირა ლუკავა “გურია ნიუსთან” პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ ეს ყველაფერი დეზინფორმაციაა.
“რამდენიმე ღამის ნათევი ვიყავი და გადაღლილი … იმ დღეს კი ჩემს ბიჭებს ჯიდაობაში ჰქონდათ შეჯიბრი ზუგდიდში, იქაც რამდენჯერმე ჩამთვლიმა, რადგან ღამენათევი ვიყავი. უკან რომ ვბურუნდებოდით, მაშინ შეგვემთხვა ეს უბედური შემთხვევა. ტელეფონი ხელშიც არ მჭერია იმ მომენტებში, დასატენად შეაერთა ჩემმა ბიჭმა, მე კი ჩვეულებრივად მოვდიოდი 70კმ/სთ, ან, მაქსიმუმ – 80-ით. პატარას კი ეძინა უკან. წამიერად გავითიშე და ყველაფერი წამებში დამთავრდა. საბედნიეროდ, ცოცხლები გადავრჩით მადლობა უფალს ამისთვის”,_ამბობს ლუკავა.
ავტორი