უკრაინის ნატოში გაწევრიანებას მხარი ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის 9 წევრმა ქვეყანამ დაუჭირა. ამის შესახებ ნათქვამია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ცხრა ქვეყნის პრეზიდენტების ერთობლივ განცხადებაში.
“ჩვენ, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პრეზიდენტები, ქვეყნები, რომელთა ლიდერები ომის დროს ეწვივნენ კიევს და საკუთარი თვალით შეესწრნენ რუსული აგრესიის შედეგებს, არ შეგვიძლია გავჩუმდეთ რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევის წინაშე. ამიტომ ვავრცელებთ შემდეგ განცხადებას:
ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ არ ვაღიარებთ რუსეთის მცდელობებს უკრაინის რომელიმე ტერიტორიის ანექსიისთვის.
ჩვენ მტკიცედ ვდგავართ 2008 წლის ბუქარესტის ნატოს სამიტის გადაწყვეტილების უკან უკრაინის მომავალ წევრობასთან დაკავშირებით.
ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას მის დაცვაში რუსეთის შემოჭრისგან, მოვითხოვთ რუსეთს დაუყოვნებლივ გაიყვანოს ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან და მოვუწოდებთ ყველა მოკავშირეს არსებითად გაზარდონ სამხედრო დახმარება უკრაინაში
ყველა, ვინც აგრესიის დანაშაულს ჩაიდენს, პასუხი უნდა აგოს და დაისაჯოს”,_ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ჩეხეთის პრეზიდენტი მილოშ ზემანი, ესტონეთის პრეზიდენტი ალარ კარისი, ლატვიის პრეზიდენტი ეგილს ლევიტსი, ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა, ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტი სტევო პენდაროვსკი, მონტენეგროს პრეზიდენტი მილო ჯუკანოვიჩი, პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდამ, რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი და სლოვაკეთის პრეზიდენტი ზუზანა ჩაპუტოვა.