ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ISW–ს ინფორმაციით, დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანის გათავისუფლების შემდეგ, უკრაინის სამხედრო ძალები ლუგანსკის ოლქის ქალაქ კრემინას მიმართულებით კონტროლის ზონას აფართოებენ.
,,ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინულმა ძალებმა მნიშვნელოვანი გამარჯვებები მიაღწიეს ლიმანისა და ჩრდილოეთ ხერსონის ოლქში. ამ ფრონტებზე დამარცხებული რუსული შენაერთები ადრე ითვლებოდნენ რუსეთის უმთავრეს კონვენციურ საბრძოლო ძალებად“, – წერს ომის შემსწავლელი ინსტიტუტი.
ანალიტიკური ცენტრის ინფრომაციით, ფრონტის ხაზის ამ მონაკვეთებზე, რუსეთს განთავსებული ჰყავს უკრაინაში ომის დაწყებამდე რუსულ არმიაში ერთ–ერთ საუკეთესოდ მიჩნეული 144-ე მოტომსროლელი და 76-ე საჰაერო–სადესანტო დივიზია.
ავტორი