სულ რაღაც რამდენიმე კვირაში, საზოგადოებას და ბიზნესს წარვუდგენთ ენერგეტიკის განვითარების ხედვას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ახალი პროგრამა წარმოდგენილი მაქსიმუმ ნოემბრამდე იქნება წარმოდგენილი და ისი განხორციელება უახლოეს ვადებში დაიწყება.
„ჩვენ გვქონდა მრავალთვიანი მოლაპარაკება სავალუტო ფონდთან. ბოლო წლების განმავლობაში ე.წ. PPA-ს პროგრამა იყო შეჩერებული. ამან გარკვეულწილად შეაფერხა ინვესტიციების შემოდინება ენერგეტიკის სფეროში და ერთ-ერთი ინიციატივა, რაც მე გავაჟღერე ეკონომიკურ გუნდში და რაზეც დავიწყეთ ჩემი დავალებით მუშაობა, იყო სწორედ PPA-ს განახლება. ჩვენ წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკება IMF-თან, მინდა მათ მადლობა ვუთხრა. ვნახეთ, რომ მათ საკმაოდ წარმატებული დაასკვნა დადეს. სულ რაღაც რამდენიმე კვირაში, მე საზოგადოებას და ბიზნესს წარვუდგენთ ჩვენს ხედვას, ენერგეტიკის განვითარების ხედვას. იცით, რომ ჩემი დავალებით ყველა უწყებას აქვს გაკეთებული 10 წლიანი განვითარების გეგმები, სადაც ენერგეტიკის მიმართულებით დეტალურადაა გაწერილი, რამდენი მეგავატის რესურსების ჰესების მშენებლობა შეგვიძლია, რამდენი მეგავატი ქარის, მზის სადგურების მშენებლობა და ა.შ. ეს ყველაფერი იქნება წარმოდგენილი უახლოეს ორ-სამ კვირაში, მაქსიმუმ ნოემბრამდე და გვინდა, რომ ეს ახალი პროგრამაც დავიწყოთ ძალიან მალე”, – განაცხადა პრემიერმა.