ხევის სკოლის დირექტორი თამუნა შელეგია სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
“ხევის საჯარო სკოლა ღრმა მწუხარებით იუწყება მისი გამორჩეული და ღირსეული მასწავლებლის, ქეთევან მამალაძის გარდაცვალებას. სიცოცხლის ბოლო წუთებამდე ემსახურა მის მშობლიურ სკოლას და დარჩა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო და სამაგალითო ჩვენი სკოლის ისტორიაში.
ვუსამძიმრებ ოჯახს, მის მოსწავლეებს, მშობლებს და კოლექტივს.
როგორ მენანები, ჩვენო კოპწია ქალბატონო!” _ წერს თამუნა შელეგია.
ცნობისთვის, ქეთევან მამალაძე წლების განმავლობაში ებრძოდა მძიმე სენს.
“გურია ნიუსი” მწუხარებას გამოთქვამს ქეთევან მამალაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ოჯახს, მეგობრებს, მოსწავლეებს.