ოზურგეთში კოვიდინფიცირების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოზურგეთში სულ დაფიქსირებულია ინფიცირების 24136 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 23960 პაციენტი, გარდაცვლილია 96.
ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 80 შემთხვევა, საიდანაც 13 ინფიცირებული პაციენტი სტაციონარში მკურნალობს.