რუსეთში, კალუგას მახლობლად მდებარე სამხედრო ნაწილის აეროდრომი აფეთქდა. – ამის შესახებ Mash იტყობინება.
წყაროს ცნობით, დღეს, 7 ოქტომბერს უპილოტო საფრენი აპარატი ყუმბარმტყორცნისთვის განკუთვნილი ჭურვით, სამხედრო ნაწილს მოხვდა, თუმცა ის უკრაინის ტერიტორიიდან არ გაუშვიათ. მისი მიზანი იყო შაიკივკას აეროდრომის ასაფრენი ბილიკის განადგურება. აფეთქების შედეგად სამხედრო ნაწილის ჩიხი დაზიანდა, მაგრამ შემდეგ გარემონტდა.
როგორც Mash წერს, დაშავებულები არ არიან. ხელისუფლების ოფიციალურ პირებს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
რუსული მედიის ინფორმაციით, აღნიშნული აფეთქება იყო დივერსია.
უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან, აგრესორი ქვეყნის ტერიტორიაზე ხშირია აფეთქებებია.
გარდა ზემოაღნიშნულისა, რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ დაიწყო დივერსიული აქტები. 26 სექტემბერს ირკუტსკის ოლქის სამხედრო კომისარიატში მამაკაცმა ცეცხლი გახსნა.