ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე დღეს EU4ITD-ის შეფასების მისიის ხელმძღვანელს რუბინა დევრიკიანს შეხვდა.
„ პოზიტიური შეხვედრა მქონდა საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის – EU4ITD-ის შეფასების მისიის ხელმძღვანელ რუბინა დევრიკიანთან. განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, სამომავლო გეგმები და პროექტები, რომელთა განხორციელებაც ჩვენთვის პრიორიტეტულია. მადლობას ვუხდი ევროკავშირს და საქართველოს მთავრობას ოზურგეთის ძლიერი მხარდაჭერისთვის!“– განაცხადა, ავთანდილ თალაკვაძემ.
(R)