რეალ მადრიდის ლეგენდამ და ესპანეთის ნაკრების კაპიტანმა, იკერ კასილასმა twitter-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ გეია.
,,იმედია, პატივისცემას გამოიჩენთ: გეი ვარ”, – წერს კასილასი.
41 წლის, მადრიდის რეალის ყოფილი ესპანელი მეკარის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საფეხბურთო კლუბ “ბარსელონას” ფეხბურთელი, კარლეს პუიოლიც, რომელმაც დაწერა – “დროა ჩვენი ამბავი მოვყვეთ, იკერ”.
იკარ კასილასი 2020 წელს ფეხბურთიდან წავიდა. ის ფეხბურთის ერთ–ერთ ყველაზე წარმატებულ მეკარედაა მიჩნეული.
კასილასს 22-წლიანი კარიერის განმავლობაში მადრიდის რეალში ხუთი ლა ლიგის ტიტული, 2 ესპანეთის თასი, სამი ჩემპიონთა ლიგა, 2 უეფას სუპერთასი აქვს მოგებული, ასევე ბევრი სხვა ტიტულია მიას ანგარიშზე
კასილასი ესპანეთის ნაკრებში 2000-2016 წლებში თამაშობდა. ფურია როხას მაისურით მან 167 მატჩი ჩაატარა. იკერი მსოფლიო და ევროპის (2) ჩემპიონი გახლავთ. კასილასმა საფეხბურთო კარიერა 2020 წელს პორტუში დაასრულა.
სპორტსმენი ჟურნალისტ სარა კარბონეროზე 12 წლის განმავლობაში იყო დაქორწინებული. ისინი ერთმანეთს 2021 წლის მარტში დაშორდნენ და ორი შვილი ჰყავთ.
ავტორი