ზაპოროჟიეზე მორიგი მასიური სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ დასავლელ პარტნიორებს მოუწოდა სწრაფად მიაწოდონ კიევს საჰაერო თავდაცვის თანამედროვე სისტემები საჰაერო თავდასხმებისგან დასაცავად.
,,რუსეთი აგრძელებს სარაკეტო ტერორს ზაპოროჟიეს წინააღმდეგ. ღამის განმავლობაში 12 დარტყმა მოხდა საცხოვრებელ კორპუსებზე, სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა და კიდევ უფრო მეტი დაიჭრა.
უკრაინას სჭირდება უფრო თანამედროვე საჰაერო თავდაცვისა და სარაკეტო თავდაცვის სისტემები უდანაშაულო სიცოცხლის გადასარჩენად. მე მოვუწოდებ პარტნიორებს დააჩქარონ მიწოდება“, – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი Twitter-ზე.
როგორც ცნობილია, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მომუშავე საჰაერო თავდაცვის სისტემებს არ შეუძლიათ რუსეთის მიერ გამოყენებული ყველა ტიპის რაკეტების ჩამოგდება.
კერძოდ, ეს ეხება Kh-22 რაკეტებს, ისკანდერს და S-300 რაკეტებს.
ავტორი