გერმანია უკრაინას ოთხ IRIS-T SLM საჰაერო თავდაცვის სისტემების პირველ ნაწილს რამდენიმე დღეში გადასცემს – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ქრისტინ ლამბრეხტმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
,,განახლებული სარაკეტო გასროლა კიევსა და ბევრ სხვა ქალაქში აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების სწრაფი მიწოდება.
რუსეთის თავდასხმები რაკეტებითა და უპილოტო თვითმფრინავებით ატერორებს განსაკუთრებით მშვიდობიან მოსახლეობას. სწორედ ამიტომ ჩვენ ახლა ვუწევთ მხარდაჭერას განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის იარაღით “, – თქვა ლამბრეხტმა განცხადებაში.
ავტორი