“ჩვენც ადამიანები ვართ, ვითხოვთ, მოგვაქციოთ ყურადღება! უამინდობის დროს, ბავშვები სკოლაში ან ფეხით დადიან, ან საერთოდ ვერ მიგვყავს, რადგან ამ გზაზე მანქანები ვერ შემოდიან”, – ამ შინაარსის ვიდეოს ხობის მკვიდრი, ლიკა ბახტაძე ავრცელებს და ხობის მერიას გულგრილობაში, უყურადღებობასა და უმოქმედობაში ადანაშაულებს. როგორც კადრებში ჩანს, გზა მართლაც ავარიულია, რის გამოც გადაადგილება ჭირს.
როგორც “გურია ნიუსთან” ადგილობრივები ამბობენ, წინასაარჩევნოდ ახლანდელი მერის, დავით ბუკიას მთავარი დაპირება ამ პრობლემის აღმოფხვრა იყო, თუმცა როგორ მოაგვარა, კადრებში ჩანს.
ავტორი