აშშ–ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 10 ოქტომბერს უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებულ მასშტაბურ იერიშებს გამოეხმაურა და დაგმო. თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, აშშ–ს ლიდერი ამბობს, რომ იერიშები კიდევ ერთხელ აჩვენებს ვლადიმერ პუტინის ომის დაუნდობლობას.
ჯო ბაიდენის თქმით, თავდასხმები მხოლოდ გაზრდის უკრაინის მიმართ ამერიკის თანადგომას.
,,შეერთებული შტატები მკაცრად გმობს რუსეთის სარაკეტო დარტყმებს უკრაინაში, მათ შორის კიევში. ამ თავდასხმების დროს დაიღუპნენ და დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები და გაანადგურეს სამიზნეები, რომლებიც სამხედრო დანიშნულების ობიექტები არ არის. ისინი კიდევ ერთხელ აჩვენებენ ბატონ პუტინის უკანონო ომის სრულ სისასტიკეს უკრაინელ ხალხს.
ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს, ასევე ვუსურვებთ დაშავებულებს გამოჯანმრთელებას.
ეს თავდასხმები მხოლოდ აძლიერებს ჩვენს მონდომებას, ვიდგეთ უკრაინელი ხალხის გვერდით, იქამდე, სადამდეც საჭირო იქნება. ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად გავაგრძელებთ ამ აგრესიისთვის რუსეთზე საზღაურის დაკისრებას, პასუხისგებას სისასტიკისა და ომის დანაშაულებისთვის და უზრუნველვყოფთ უკრაინულ ძალებს თავიანთი ქვეყნისა და თავისუფლების დაცვის საჭიროებებით.
ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს არაპროვოცირებული აგრესია და გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდა”, – თქვა თეთრის სახლის ლიდერმა.
ავტორი