ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პირობა დადო, რომ ამ კვირაში, ალიანსი შეიკრიბება უკრაინის „გაძლიერებისა და მხარდაჭერისთვის“.
„ნატო არ არის კონფლიქტის მხარე, მაგრამ ჩვენი მხარდაჭერა თამაშობს მთავარ როლს, ”– თქვა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, ოთხშაბათს, 12 ოქტომბერს ნატოს თავდაცვის მინისტრები მოიწვევენ თავიანთ უკრაინელ კოლეგას, რათა განიხილონ უკრაინაში საჰაერო თავდაცვის სისტემების და სხვა შესაძლებლობების მიწოდება.
მან აღნიშნა, რომ პუტინი მარცხდება უკრაინაში.
„უკრაინას აქვს იმპულსი და აგრძელებს მნიშვნელოვან მიღწევებს, ხოლო რუსეთი სულ უფრო ხშირად მიმართავს საშინელ და განურჩეველ თავდასხმებს მშვიდობიანი მოსახლეობის და კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. პრეზიდენტი პუტინი მარცხდება უკრაინაში“, – დასძინა სტოლტენბერგმა.
ავტორი