Spiegel–ის ინფორმაციით, გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ უკრაინას დაპირებული 4 IRIS-T SLM საჰაერო თავდაცვის სისტემა მიაწოდა მაშინ, როცა პირველი გადაცემა თავდაპირველად ნოემბერში იგეგმებოდა.
როგორც გამოცემა წერს, გერმანიის მთავრობის განცხადებით, იარაღი არის ყველაზე თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემაა გერმანიაში. იგი შემუშავებულია გერმანული შეიარაღების კომპანია Diehl Defense-ის მიერ.
გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, სახმელეთო საზენიტო სისტემა, უპირველეს ყოვლისა, რუსული არმიის საჰაერო თავდასხმების მოგერიებით მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას ისახავს მიზნად.
შოლცის განმარტებით, მიწოდებული ტექნიკით საჰაერო თავდასხმებისგან დიდი ქალაქების დაცვაც შესაძლებელია.
ავტორი