“დილის 4-ის ნახევარზე ბავშვმა აფეთქების ხმა გაიგო… ეჭვი მაქვს, ადამიანმა გააკეთა, მანქანა გამართული იყო” ,-განაცხადა ჟურნალისტებთან წალენჯიხის მერმა გია ხარჩილავამ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ინფორმაციისთვის, გვიან ღამით, წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას მანქანა დაწვეს. ავტომობილი, რომელიც წალენჯიხაში, ხარჩილავას სახლის წინ იდგა, სრულად დაიწვა.
ავტორი