TV 25- ის ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირაა სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია ბავშვების გატაცების შესახებ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ადამიანები ყალბი პროფილების მეშვეობით ფეისბუქის სხვადასხვა ჯგუფებსა და ჩატებში წერენ, რომ ბათუმში, მოზარდებს სკოლის ეზოებიდან იტაცებენენ. მოსახლეობა პანიკაშია და დახმარებისთვის ტელეკომპანიას მიმართავს.
მაუწყებლის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ბავშვების დაკარგვის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება. ძალოვან უწყებას არ გამოუვლენია იმ ადამიანთა ვინაობა, რომლებიც მშობლებს უსაფუძვლოდ აშინებენ.
მოგიწოდებთ არ აჰყვეთ უსაფუძვლო პანიკას და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებას ხელი არ შეუწყოთ. უცნობია რა მიზანი აქვთ იმ პირებს, რომლებიც მშობლებს ასეთი მეთოდებით აშინებენ.
წყარო: tv25