ახლადრეაბილიტირებულ ვაკის პარკში, შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ მოზარდებს დენმა დაარტყა. მათგან ერთი – 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა. გარდაცვლილი გოგონა 55-ე სკოლის მოსწავლე მარიტა მეფარიშვილია.
მის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს მსახიობი რუსკა ქარქაშაძე:
“ვაიმეე!!! არ მჯერააა!! მარიტა ჩემს თვალწინ გაიზარდა!!!!!! ჩემი მწვრთნელის შვილია მარიტა! ახლა გავიგე ….. ღმერთო ეს რა უბედურებაა!!! სიტყვები დავკარგე, არ ვიცი რა ვთქვა!!! ან ამ დროს რა უნდა ვთქვა” – წერს ქარქაშაძე.