მოსფლიოში ცნობილი იგუასუს ჩანჩქერი, რომელიც სამხრეთ ამერიკაში ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს, კიდევ ერთხელ იპყრობს ყურადღებას.
რეგიონში მოსული უხვი ნალექის შედეგად მისი დინების სიჩქარე ჩვეულებრივთან შედარებით 10-ჯერ გაიზარდა.
როგორც ცნობილია, ჩანჩქერი შედგება 275 კასკადისგან, რომლებიც ბრაზილიისა და არგენტინის საზღვარზე მაღლა კლდეებზე მდებარეობს. წყლის ნორმალური ნაკადი ჩანჩქერის თავზე არის 396,258 გალონი წყალი წამში, ხოლო შუა კვირაში, დაფიქსირდა 3,8 მილიონი გალონი წყალი წამში.
წყლის ძლიერი ნაკადის გამო ბრაზილიის ხელისუფლება იძულებული გახდა ტურისტული ბილიკი დაეხურა. ეს ბილიკი ტურისტებისთვის ხშირი ადგილია, რადგან ის უზრუნველყოფს ეშმაკის ყელზე წვდომას, ჩანჩქერების კომპლექტს, რომლებიც პარკის მთავარ ღირსშესანიშნაობას ქმნიან. ამავე მიზეზით დაიხურა სასეირნო ბილიკები არგენტინის მხარესაც.
პარკის კომუნიკაციების კოორდინატორმა ვემერსონ აუგუსტომ AFP-ს განუცხადა, რომ ეს ოქტომბრისთვის “ატიპიური” მოვლენაა. მან განმარტა, რომ სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს ოფიციალურმა პირებმა გააკეთონ ბილიკების პრევენციული დახურვა, ხოლო პარკი კვლავ ღია იყოს ვიზიტორებისთვის.
პარანას სამოქალაქო დაცვამ, სამხრეთ ბრაზილიის შტატში, სადაც უხვი ნალექი გაზომეს, თქვა, რომ 24 მუნიციპალიტეტი ასევე დაზარალდა. „მძიმე მოვლენებმა“, როგორიცაა წყალდიდობა, აიძულა 1200-ზე მეტი მცხოვრები დაეტოვებინა ტერიტორია და დაზიანდა თითქმის 400 სახლი, იტყობინება AFP.
ეს არის ყველაზე მაღალი ნაკადი ჩანჩქერებში 2014 წლის ივნისის შემდეგ, როდესაც ნაკადმა პიკს მიაღწია და წამში 12,4 მილიონი გალონი წყალი შეადგინა.
ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ნაკადი გაიზარდა ბოლო წლებში. ფაქტობრივად, მიმდინარე წლის ივნისში, კოკისპირულმა ნალექებმა განაპირობა წყლის ნაკადის 5-ჯერ გაზრდა ნორმალურ ვარდნასთან შედარებით.