ლუკა კურტანიძემ საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა, _ ამის შესახებ ვეტერანმა სპორტსმენმა ინფორმაცია სოციალური ქსელით გაავრცელა.
“დღეს მივიღე გადაწყვეტილება პირადი მოსაზრების გამო ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდიუმზე დამეტოვებინა ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა და ასევე პრეზიდიუმის წევრობა! რაც პრეზიდენტმა დაკმაყოფილა!
მთელი ჩემი ცხოვრება დღემდე ვემსახურე ჩემს სამშობლოს სიცოცხლის ფასად! არ გამიცვლია ჩემი სამშობლოს სალი კლდეები სხვის შემოთავაზებულ დღეს დაუჯერებელ სიმდიდრეზე! და თუ რა შევძელი ეს ღმერთმა და მთელმა ჩემა ერმა იცის, რომელიც უსაზღვრო სიყვარულით მაძლიერებს სადაც არ უნდა ვიყო მთასა თუ ბარში!
ასე რომ ყველაზე დიდი თანამდებობა ჩემთვის იყო და არის ღმერთისა და სამშობლოს სიყვარული. ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას კი მომავალში ვუსურვებ დიდ წარმატებებს ჩვენი სამშობლოს სადიდებლად…” _ წერს ვეტერანი მოჭიდავე.