რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ არ არის საჭირო უკრაინაზე მასიური ახალი დარტყმები და რომ რუსეთი არ აპირებს ქვეყნის განადგურებას. ამის შესახებ მან ყაზახეთში სამიტის ბოლოს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსი რეზერვისტების გამოძახება ორ კვირაში დასრულდება და შემდგომი მობილიზაციის გეგმა არ არსებობს.
მან ასევე გაიმეორა კრემლის პოზიცია, რომ რუსეთი მზად არის მოლაპარაკებების გასამართად, თუმცა მან თქვა, რომ ისინი მოითხოვენ საერთაშორისო შუამავლობას, თუ უკრაინა მზად იქნება მონაწილეობისთვის.
“ჩვენ არ დაგვისახავს უკრაინის განადგურების ამოცანა. არა, რა თქმა უნდა არა”, – განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, ახლა “მასიური დარტყმების საჭიროება” არ არის, რადგან დანიშნული სამიზნეების უმეტესობა მიზანს მოხვდა.
„მინდა ცხადი იყოს: რაც დღეს ხდება, რბილად რომ ვთქვათ, უსიამოვნოა, მაგრამ ცოტა მოგვიანებით იგივეს მივიღებდით, მხოლოდ ჩვენთვის უარეს პირობებში, სულ ეს არის. ასე რომ, ჩვენ ვმოქმედებთ სწორად და დროულად”,_ განაცხადა პუტინმა.