უკრაინაში გმირულად დაღუპულ ედიშერ კვარაცხელიას სამშობლოში დღეს 16:00 საათზე ჩამოასვენებენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისი ოჯახის წევრები, მეგობრები და თანამებრძოლები შეიკრიბებიან.
მათთვის, ვისაც აეროპორტში წასვლა და გმირისთვის პატივის მიგება სურს 1 საათზე დიდუბეში, სამთო ქიმიის მიმდებარე ტერიტორიაზე, უფასო ტრანსპორტი იქნება მობილიზებული.
ედიშერ კვარაცხელია პროფესიონალი სამხედრო და აგვისტოს ომის მონაწილე იყო, ის უკრაინაში 2014 წლიდან იმყოფებოდა. ქართველი მებრძოლი 10 ოქტომბერს, ბახმუტთან დაბომბვას ემსხვერპლა. სამშობლოში ჩამოსვენების შემდეგ, კვარაცხელიას ვაკის სამების ტაძარში გადაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.