კიევში, შევჩენკოს რაიონში 3 აფეთქება მოხდა. მერმა მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.
ვიტალი კლიჩკოს თქმით, ერთ-ერთ მათგანს ხანძარი არასაცხოვრებელ კორპუსში მოჰყვა. კიევის ადმინისტრაციამ ასევე გაავრცელა ინფორმაცია კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიყენებული დარტყმების შესახებ.
გავრცელებული ინფორმაციით, ორშაბათს საჰაერო განგაში გამოცხადდა კიევსა და კიევის რეგიონში, სუმის, ჟიტომირის, ვინიცას, ჩერკასის, კიროვოგრადის, ნიკოლაევისა და ოდესის რეგიონებში.
უკრაინული მედიის ცნობით, დარტყმებს კამიკაძე დრონები ახორციელებენ.