ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელის, გენერალ-მაიორ კობა კობალაძის განცხადებით, ვეტერანების ყოველთვიური დანამატი, რომელიც 22 ლარს შეადგენდა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით 100-ლარამდე გაიზარდა.
„ეს არის ის ყბადაღებული 22 ლარი, რომელსაც ამუნათებდა სპეკულირებდა ამ თემაზე ის ადამიანები, რომელებიც თავად იყვნენ ამის შემოქმედი. შეიძლება, უშუალოდ არა, მაგრამ იმ პოლიტიკური მიმდინარეობის წარმომადგენლები იყვნენ.
ახლა დარჩენილია 3164 ადამიანი, რომელიც ფაქტობრივად, პირველი, მეორე და მესამე ხარისხის კატეგორიის ინვალიდია. აქვთ დაუბეგრავი მინიმუმი, ვეტერანები, რომლებიც სახელმწიფოსგან სახელმწიფო და სხვადასხვა სტრუქტურებში დასაქმებულები არიან, მათ 3 000 ლარი აქვთ, შშმ პირებს 6 000. საუბარია, გაიზარდოს ეს დაუბეგრავი მინიმუმი სადღაც 6 და 9 000-ზე. ესეც გარკვეულწილად, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილია, სადღაც 9 მილიონამდე.
ეს ყველაფერი გათვლილი გვაქვს და ამ ყველაფრის განხორციელებისკენ მივდივართ.“ – განაცხადა კობა კობალაძემ “პრაიმთაიმთან” საუბრისას.