პირი, რომელმაც ქუთაისის მერიის მედიაცენტრიდან “მთავარი არხის” ნოუთბუქი და “ტვ პირველის” კამერა მოიპარა, დაკავებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე ავრცელებს.
“მადლობა ბიჭებს, ქუთაისის მერიის მედიაცენტრიდან მოპარული ნივთები ნაპოვნია. პირი, რომელმაც ჩემი ნოუთბუქი და “ტვ პირველის” კამერა მოიპარა დაკავებულია”,_ წერს ვაჩიბერაძე.