NATO უახლოეს დღეებში უკრაინას გადასცემს საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რათა დაეხმაროს ქვეყანას დაიცვას თავი უპილოტო თვითმფრინავებისგან, მათ შორის ირანიდან, რომლებსაც რუსეთი იყენებს კრიტიკული ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად იყენებს. – ამის შესახებ ბერლინში, საგარეო პოლიტიკის ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
ალიანსის ხელმძღვანელმა თქვა, რომ თავდასხმებზე პასუხია მოკავშირეების მიერ საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების გაძლიერება.
„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ არის ის, რაც მოკავშირეებმა დავპირდით, გავაძლიეროთ და მივაწოდოთ კიდევ უფრო მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა.
NATO უახლოეს დღეებში უკრაინას მისცემს დრონების საწინააღმდეგო სისტემებს, რათა წინააღმდეგობა გაუწიონ თვითმფრინავების სპეციფიკურ საფრთხეს, მათ შორის ირანიდან“ – განაცხადა სტოლტენბერგმა.
გარდა ამისა, სტოლტენბერგი გამოეხმაურა Reuters მიერი გავრცელებულ ცნობას, რომელსაც ირანელმა ოფიციალურმა პირებმა განუცხადეს, რომ ირანი რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატებისა და ბალისტიკური რაკეტების მიწოდებას დათახნმდა. ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, “არც ერთმა ერმა მხარი არ უნდა დაუჭიროს უკანონო ომს”.
ავტორი