“სააკაშვილი ერთადერთი არ იყო, ვინც ზურას მეშვეობით მოხვდა პარლამენტში.
ზურა ყველა ნიჭიერ ადამიანთან საუბრობდა. ვმეგობრობდით. მაშინ წყნეთში ვცხოვრობდით. სანდრა და ედუარდჩო დიდი პერიოდი ჩვენთან ცხოვრობდნენ, რომ შეგვემსუბუქებინა მათთვისაც ცხოვრება. ჩვენ ზედმეტი არაფერი გვქონდა. ეს პრინციპი ზურამ ბოლომდე დაიცვა. მისთვის ეს იყო პრინციპული საკითხი. მაშინ მიშა და სანდრაც ასე ფიქრობდნენ, ხელმოკლედ ვიყავით, ერთმანეთს ვეხმარებოდით”, _ ამის შესახებ ისაუბრა ყოფილი პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას მეუღლემ, ფსიქოლოგმა ნინო ჟვანიამ იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში “საქართველოს დაბადება”.