“რადიო თავისუფლება” ფოტომოდელ ნელა დოროყაშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს.
“რამდენიმე ფრაზა არის, რომელიც სულ მემახსოვრება „ეს გოგო ფეხებით უნდა დაკიდო“, „ჩამოვართვათ დედობის უფლება“, – ამის შესახებ ნეკა დოროყაშვილი მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.
„მინდა უბრალოდ, როდესაც დავამთავრებთ სასამართლოს, ხალხს ვუთხრათ, რომ არასოდეს დაწერონ ასეთი რაღაცები, არავის მიმართ. ზოგადად ვგმობ, ყველანაირ ბულინგს ვგულისხმობ ადამიანის მიმართ, იმიტომ, რომ შენ არ იცი იმ ადამიანის გამძლეობა სადამდე მიდის, შენ არ იცი, იმ ადამიანს რა შეიძლება დაემართოს“, – ამბობს ნეკა დოროყაშვილი „რადიო თავისუფლებასთან“ მიცემულ ინტერვიუში.