20, 21, 22 oქტომბერს ქ. ბათუმში ბერძნულ – რომაულ ჭიდაობაში, 2010 – 2011 – 2012 წწ დაბადებულთა შორის გელა ჯანელიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. საერთაშორისო ასპარეზობაში მონაწილეობა ქვეყნის ყველა რეგიონის მოჭიდავეებმა მიიღეს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა ჭიდაობის სექციის სპორტსმენებმა კი შეჯიბრუდან ამჯერადაც წარმატევით იასპარეზეს და მედლებით დაბრუნდნენ. ექვსი ოქრო, ოთხი ვერცხლი და ექვსი ბრინჯაო , ოზურგეთელი მოჭიდავეები შინ თექვსმეტი მედლით დაბრუნდნენ.
I ადგილი დავით ცინარიძე – 23კგ. გიორგი ჩხიკვაძე – 29 კგ გეგა გირკელიძე – 32 კგ ნიკოლოზ კუტუბიძე – 42 კგ საბა ჩხეიძე – 60 კგ ნიკოლოზ ჯოგლიძე 85 კგ.
II ადგილი გიორგი მათითაშვილი – 32 კგ. გაბრიელ თავბერიძე – 38 კგ გიორგი კვერღელიძე – 55 კგ საბა ტაკიძე – 85 კგ.
III ადგილი ნიკოლოზ კილაძე – 32 კგ დავით მატკავა – 35 კგ ერეკლე მაჭარაშვილი – 38 კგ გიორგი მდინარაძე – 42 კგ დათა ქილიფთარი – 46 კგ საბა ვაშალომიძე – 55 კგ. ლუკა ვანაძე – 66 კგ.
გუნდი ასპარეზობისთვის მწვრთნელებმა : ვლადიმერ და ირაკლი ზურაბიანებმა, კობა ბალავინოვმა, კახაბერ აბაშიძემ, ლაშა გუჯაბიძემ, ლაშა ქადეიშვილმა , გურამ და დავით მაჭარაშვილებმა მოამზადეს.
ავტორი