დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ახალი ლიდერი და ქვეყნის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი გახდა.
სუნაკთან ერთად პრემიერ-მინისტრობისთვის პენი მორდონტი იბრძოდა, თუმცა მან ბოლო მომენტში თავისი კანდიდატურა გაწია და მხარი სუნაკს დაუჭირა.
42 წლის, რიში სუნაკი, დიდი ბრიტანეთის პირველი აზიელი და ქვეყნის 57 –ე პრემიერ –მინისტრი იქნება
სუნაკი, გაერთიანებული სამეფოს ყველაზე ახალგაზრდა პრემიერია, 1812 წლის ლორდ ლივერპულის თანამდებობაზე ყოფნის შემდეგ.
სუნაკი ემიგრანტების შვილია. მისი მშობლები დიდ ბრიტანეთში აღმოსავლეთ აფრიკიდან ჩამივიდნენ ბრიტანეთში და ორივე წარმოშობით ინდოეთიდან არიან, ბ–ნი სუნაკი დაიბადა საუთჰემპტონში 1980 წელს, სადაც მამამისი ექიმი იყო, დედა კი აფთიაქს მართავდა.
სუნაკი, მხოლოდ შვიდი წელია, რაც დეპუტატია. ის პირველად დეპუტატად აირჩიეს 2015 წელს – რიჩმონდში ჩრდილოეთ იორკშირში – მაგრამ სწრაფად გაიზარდა და ფინანსთა მინისტრად და კანცლერად – 2020 წლის თებერვალში ბორის ჯონსონის დროს დაინიშნა.
ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ლიზ ტრასი თანამდებობიდან 20 ოქტომბერს გადადგა. ბრიტანეთში ახალი პრემიერმინისტრი წელს უკვე მეორედ აირჩიეს. ლიზა ტრასი, ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე დაბალი ვადით მყოფი პრემიერი გახდა, ის 49 დღის განმავლობაში იკავებდა პრემიერის პოსტს.
ავტორი